top of page

ჩვენ შესახებ

ნახატი .png

 ღვინის სკოლა „კაბისტონი“ დაარსდა 2015 წელს. მისი დაარსების მიზანია, შეასწავლოს ღვინის მოყვარულებსა და ტურიზმის სფეროში მომუშავე ადამიანებს ღვინის კულტურა და ისტორია, მევენახეობა-მეღვინეობის საწყისები, ღვინის სწორად დაგემოვნება, ღვინის ზადი, არომატები და გემოვნური თვისებები, ღვინის შეფასება და კერძთან შეხამება, სერვისი და ქართული გასტრონომიული კულტურა.

 ღვინის სკოლა „კაბისტონის“ ძირითადი სასწავლო კურსია „ღვინის მცოდნე“, კურსის ხანგრძლივობაა სამი თვე. კურსზე მიღება ხორციელდება წელიწადში ორჯერ: გაზაფხულსა და შემოდგომაზე. კურსის გავლის შემდეგ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერთიფიკატები.

 ღვინის სკოლა „კაბისტონმა“ დაარსებიდან დღემდე განვითარების სხვადასხვა ეტაპი გაიარა. ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იყალთოს ქვევრის პირველ სკოლა-აკადემიასთან თანმშრომლობაა, სადაც ღვინის სკოლა ყოველ ზაფხულს განახორციელებს მოკლევადიან სასწავლო კურსებს, სახელწოდებით „შაბათ-კვირის საზაფხულო სკოლა“. გარდა აღნიშნული კურსისა, ღვინის სკოლა ახორციელებს სხვადასხვა მოკლევადიან კურსებს, როგორიცაა:  გასტრონომიული გიდი, ბიო და ორგანული მევენახეობა-მეღვინეობა და სხვ. მოკლევადიანი კურსების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენს facebook გვერდზე.

 

  ღვინის სკოლა „კაბისტონი“ ასევე წარმატებით თანამშრომლობს  ასოციაცია „ქართულ ღვინოსთან“ და სხვადასხვა ღვინის მარანთან, რომლებიც ჩართულნი არიან ღვინის განათლების პროცესში და ხელს უწყობენ ჩვენი მსმენელების განათლების ამაღლებას.

 2016 წელს, კი ღვინის სკოლის დახმარებით დაარსდა ახალი კომპანია "კაბის ტონი", რომელიც შეზღუდული ღვინის წარმოებაზეა ორიენტირებული. 

ჩვენი გუნდი

ჩვენი გუნდი
59847648_10206096561010231_4284918893593

ქეთი ჯურხაძე

ღვინის საერთაშორისო ექსპერტი, დეგუსტატორი

  • Facebook - White Circle

ვენახის მოვლა და ფორმირება, ვაზის მავნებლები, ორგანული მევენხაეობა

 

მარანი სევსამორას, მევენახეობის ჯგუფის ხელმძღვანელი

  • Facebook - White Circle

მეღვინეობის მცირე და მსხვილი საწარმოთა ტექნიკური აღჭურვილობა

ჯითი ენელოჯიკას გაყიდვების მენეჯერი

  • Facebook - White Circle

ლაშა ყურაშვილი

მაგდა დეისაძე

ღვინის მარკეტინგი და საერთაშორისო  ბაზრები

 

შუხმან ვაინს ჯორჯიას საერთაშორისო გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი

  • Facebook - White Circle

ქვევრი, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი; ქვევრის მოვლა, ადათი წესი და რეალობა

 

ვილა ლაგოდეხის მეღვინე ტექნოლოგი

  • Facebook - White Circle

ანზორ ახვლედიანი

ეკატერინე ჯავახია

ქვევრის ღვინის ზოგადი ტექნოლოგია

 

ენოლოგი, შპს საწნახელის დამფუძნებელი და მეღვინე

  • Facebook - White Circle

ბიოდინამიური მევენახეობა

 

რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის დამფუძნებელი

  • Facebook - White Circle

კახა ჭოტიაშვილი

გიორგი ალადაშვილი

ღვინით მომსახურეობა, კერძის და ღვინის შეხამება  (სერვისი +)

 

ქართული ღვიის გილდია, დირექტორი

  • Facebook - White Circle

ქართული გასტრონომიული კულტურა და კულინარიის ისტორია;

საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი, გასტრონომიული კულტურის მკვლევარი.

  • Facebook - White Circle

ნიკოლოზ აღდგომელაშვილი

დალილა ცატავა

bottom of page