ღვინის მცოდნე
სერთიფიცირებული კურსი: „ღვინის მცოდნე“
ხანგრძლივობა: სამი თვე.
მიღება: გაზაფხული-შემოდგომა.
გაზაფხულის კურსის დაწყების თარიღი: 10-15 მარტი.
შემოდგომის კურსის დაწყების თარიღი: 15-20 სექტემბერი.
ლექცია / სემინარები: კვირაში ორჯერ
შეხვედრის დრო: 19:00-დან 21:00-მდე.
წარჩინებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ „ღვინის მცოდნე“-ს სერთიფიკატები.
კურსის პროგრამა მოიცავს:
1. ღვინის კულტურასა და ისტორიას;
2. მევენახეობის ისტორიას და გეოგრაფიას;
3. ვენახის მოვლას და ფორმირებას;
4. ვენახის მავნებლებს და მათთან ბრძოლის საშუალებებს;
5. ბიო და ორგანულ მევენახეობა-მეღვინეობას;
6. ქვევრის ღვინის ტექნოლოგიას;
7. მცირე და მსხვილი მარნების თანამედროვე, ტექნიკურ აღჭურვილობას;
8. კლასიკური მეღვინეობის ზოგად ტექნოლოგიას;
9. დეგუსტაციის საფუძვლებს;
10. ღვინის შეფასებას;
11. ღვინის არომატებს;
12. ღვინის დაავადებებს;
13. ღვინის დეგუსტაციას რეგიონების მიხედვით;
14. ღვინის მარკეტინგს და საერთაშორისო ბაზრებს;
15. ღვინითა და მაღალალკოჰოლური სასმელებით მომსახურეობას (სერვის +);
16. ქართულ გასტორნომიას და კულინარიის ისტორიას;
17. კერძის და ღვინის შეხამებას.
კურსის მსვლელობისას, მსმენელები დააგემოვნებენ სხვადასხვა ტიპის ღვინოებს, ასევე გაივლიან ღვინის დეგუსტაციას რეგიონების მიხედვით.
განხორციელდება ვიზიტი ღვინის მარნებში და გაეცნობიან მარანში მიმდინარე პროცესებს.
კურსის ღირებულებაა 1350 ლარი.